понедельник, 16 апреля 2012 г.

პრეზენტაცია


გაკვეთილის გეგმა


     გაკვეთილის გეგმა-გერმანული ენა
თარიღი 03. 04. 2012.
სწავლების  საფეხურისაშუალო\YII  კლასი
საგანი  \პედაგოგიგერმანული   ენა / ირინა შეყრილაძე
გაკვეთილის   თემა        Die Familie (verschiedene Familientypen in Deutschland)     
გაკვეთილის მიზანიმოსწავლეები  გაეცნობიან გერმანული ოჯახის ტიპებს.
წინარე  ცოდნააქვთ შესაბამისი  ლექსიკური მარაგი და  შესაბამისი   გრამატიკული  ცოდნა.
შეფასების  საგანი და კრიტერიუმებიგაკვეთილში  ჩართულობა,  კითხვა–პასუხი,პასუხის  სისწორე.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსებიწიგნი, სიტყვების და აქტივობის რვეულები,სურათები,  კომპიუტერი.
გაკვეთილის  მსვლელობა    45 წთმისალმება, კლასის ორგანიზება,გაკვეთილის თემისა და მიზნების, შეფასების  კრიტერიუმების  გაცნობა    2 წთ.
გამოწვევა–არსებული ცოდნის  გააქტიურება    3 წთ.
მომდევნო აქტივობის შესასრულებლად   მოსწავლეები ეცნობიან ინფორმაციულ  ტექსტს, იწერენ   უცნობ  სიტყვებს, ცდილობენ   უცხო სიტყვების   კონტექსტში  გაგებას    15 წთ.
მოსწავლეები გამოთქვამენ  თავიანთ მოსაზრებებს,საუბრობენ თემის შესახებ   8 წთ.
გამთლიანება\რეფლექსია.ვახდენ    გაკვეთილის  შეჯამებას,  ვაწყობ დისკუსიას,  პასუხობენ შეკითხვებს და საკუთარი  სიტყვებით გამოხატავენ  თავიანთ  თვალსაზრისს.კითხულობენ  ტექსტს და  ინიშნავენ  D/Akk–ის  წინდებულებს.  10 წთ.

საშინაო  დავალება
წინადადებებში  D/Akk–ის წინდებულებისსწორად ჩასმა   2წთ 
შეფასება 5 წთ.



გაკვეთილის გეგმა - Deutschland


სწავლების  საფეხურისაშუალო\YII  კლასი
გაკვეთილის   თემა        Deutschland
გაკვეთილის მიზანიხელს შეუწყობს მოსწავლეებს გაიღრმავონ ცოდნა გერმანიის შესახებ.
წინარე  ცოდნააქვთ შესაბამისი  ლექსიკური მარაგი და  შესაბამისი   გრამატიკული  ცოდნა.
შეფასების  საგანი და კრიტერიუმებიგაკვეთილში  ჩართულობა,  კითხვა–პასუხი. ვაფასებ მიმდინარე შეფასების რუბრიკით.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსებიწიგნი, სიტყვების და აქტივობის რვეულები,სურათები,  კომპიუტერი.
გაკვეთილის  მსვლელობა    45 წთმისალმება, კლასის ორგანიზება,გაკვეთილის თემისა და მიზნების, შეფასების  კრიტერიუმების  გაცნობა    2 წთ.
A-ფაზა––გამოწვევა 10 წთ.
არსებული ცოდნის გააქტიურება.მოსწავლეებს ვთხოვ განვლილ ლექსიკაზე დაყრდნობით გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები.
B-ფაზა––წაკითხვა–გაგება/რეალიზება 20 წთ.
მომდევნო აქტივობის შესასრულებლად მოსწავლეებს ვაძლევ მცირე ტექსტებს, ვთხოვ მათ წაკითხვას და დაკავშირებას სურათებთან.
მოსწავლეები ეცნობიან ინფორმაციულ ტექსტებს და უკავშირებენ სურათებს, ასახელებენ და წერენ იმ სიტყვებს, რომელთა მიხედვით სურათები ტექსტებთან დააკავშირეს.
ვაჩვენებ პრეზენტაციას “Deutschland”
C–ფაზა––გამთლიანება/რეფლექსია 8 წთ.
ვახდენ გაკვეთილის შეჯამებას, ვაწყობ დებრიფინგს: რა ვისწავლე?
შეფასება:  3 წთ.
საშინაო დავალება, დამშვიდობება 2წთ.

შეფასების რუბრიკა

                 შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმისაუკეთესო
(9-10)
კარგი
(7-8)
საშუალო
(4-6)
დაბალი
(1-3)
აქტიურიმონაწილეობახშირად მონაწილეობს
და წარმართავს
კიდეც საკლასომსჯელობას.
ყოველთვის
მონაწილეობს.
მეტ-ნაკლებად მონაწილეობს.არ მონაწილეობს.
გამართული დასწორიმეტყველებამეტყველებს გამართულად, აქვს მდიდარი ლექსიკა.მეტყველებს გამართულად, იყენებს მართებულ
სინტაქსურ და გრამატიკულ
კონსტრუქციებს.
მეტ-ნაკლებად გამართულად მეტყველებს.ვერ იცავს
მართლმეტყველების
ელემენტალურ წესებს,
უჭირს გამართულად
საუბარი.
საკუთარი აზრისდასაბუთებულადწარმოდგენაყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად
წარმოადგენს თავის მოსაზრებას.
თითქმის ყოველთვის
ასაბუთებს თავის მოსაზრებას.
მეტ-ნაკლებად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.
ახალი  და ძველი  მასალის 
  
სინთეზურად გააზრება
იცის განვლილი მასალა. პოულობს საერთო
 თემატიკას ძველ და
ახალ საკითხებს შორის
იცის განვლილი მასალა,
მაგრამ  უკვე არსებულ
ცოდნას იშვიათად  აკავშირებს ახალ
მასალასთან.
იცის ძველი მასალა, მაგრამ უჭირ ახალ
თემასთა
დაკავშირება.
ახალ და ძველ მასალას
ერთმანეთს ვერ უკავშირებს. სინთეზურად
ვერ იაზრებს
 ტექსტებს.


პროექტი



პროექტის სახელწოდებაOsternbrauche in Deutschland und in Georgien.
პროექტის მიზნებიმოსწავლეებიგაიგებენ აღდგომის აღნიშვნის ტრადიციებს საქართველოსადაგერმანიაში.
პროექტის მთავარი იდეაძიება, დამუშავება და ორგანიზება.
მონაწილეთა ასაკიVIIIკლასის მოსწავლეები
ვადები/ხანგრძლივობა1  კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შიქმნასმოსწავლეები დაეუფლებიან ინფორმაციის შეგროვების, დახარისხების, ანალიზის,ეფექტური სოციალური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს; გაიუმჯობესებენ გერმანულიენის ცოდნას, ზეპირმეტყველებას; გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა და დაინტერესება პროექტისადმი, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა მოტივაციაზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსებიკომპიუტერი,ინტერნეტი,ფოტოაპარატი,ფურცლები.
პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობებიI საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.თითოეული ჯგუფის პასუხისმგებელი პირის დასახელება.
II   ჯგუფებისთვის დავალებების მიცემა.
III პირველ ჯგუფს დაევალება ინტერვიუსჩაწერა და/ან ინფორმაციის მოპოვებაუფროსითაობისგან.
IV მეორე ჯგუფს დაევალება ფოტოების გადაღება.
V  მესამე ჯგუფს დაევალება ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის საშუალებით.
VI   მეოთხე ჯგუფს დაევალება ჯგუფების მიერ მოპოვებული ინფორმაციის/ მასალებისდამუშავება.
VII . პროექტის პრეზენტაცია.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირიკავშირი საზოგადოებრივ მეცნიერებებთან.
კავშირი ისტ-თან;
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების განვითარებას:
 ა) წიგნიერება. კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი;
 ბ) ციფრული წიგნიერება. ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარსაც. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში;
 გ) მრავალენობრივი (პლურილინგვური) კომპეტენცია.
 დ) სემიოტიკური კომპეტენცია.  ვერბალური და არავერბალური საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი;
 ე) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება,  გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)ირინაშეყრილაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტაirinashekriladze16@gmail.com
irinashekriladze@mail.ru