თარიღი | 03. 04. 2012. |
სწავლების საფეხური | საშუალო\YII კლასი |
საგანი \პედაგოგი | გერმანული ენა / ირინა შეყრილაძე |
გაკვეთილის თემა | Die Familie (verschiedene Familientypen in Deutschland) |
გაკვეთილის მიზანი | მოსწავლეები გაეცნობიან გერმანული ოჯახის ტიპებს. |
წინარე ცოდნა | აქვთ შესაბამისი ლექსიკური მარაგი და შესაბამისი გრამატიკული ცოდნა. |
შეფასების საგანი და კრიტერიუმები | გაკვეთილში ჩართულობა, კითხვა–პასუხი,პასუხის სისწორე. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | წიგნი, სიტყვების და აქტივობის რვეულები,სურათები, კომპიუტერი. |
გაკვეთილის მსვლელობა 45 წთ | მისალმება, კლასის ორგანიზება,გაკვეთილის თემისა და მიზნების, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა 2 წთ. გამოწვევა–არსებული ცოდნის გააქტიურება 3 წთ. მომდევნო აქტივობის შესასრულებლად მოსწავლეები ეცნობიან ინფორმაციულ ტექსტს, იწერენ უცნობ სიტყვებს, ცდილობენ უცხო სიტყვების კონტექსტში გაგებას 15 წთ. მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს,საუბრობენ თემის შესახებ 8 წთ. გამთლიანება\რეფლექსია.ვახდენ გაკვეთილის შეჯამებას, ვაწყობ დისკუსიას, პასუხობენ შეკითხვებს და საკუთარი სიტყვებით გამოხატავენ თავიანთ თვალსაზრისს.კითხულობენ ტექსტს და ინიშნავენ D/Akk–ის წინდებულებს. 10 წთ. საშინაო დავალება წინადადებებში D/Akk–ის წინდებულებისსწორად ჩასმა 2წთ |
შეფასება | 5 წთ. |
понедельник, 16 апреля 2012 г.
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა - Deutschland
სწავლების საფეხური | საშუალო\YII კლასი |
გაკვეთილის თემა | Deutschland |
გაკვეთილის მიზანი | ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გაიღრმავონ ცოდნა გერმანიის შესახებ. |
წინარე ცოდნა | აქვთ შესაბამისი ლექსიკური მარაგი და შესაბამისი გრამატიკული ცოდნა. |
შეფასების საგანი და კრიტერიუმები | გაკვეთილში ჩართულობა, კითხვა–პასუხი. ვაფასებ მიმდინარე შეფასების რუბრიკით. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | წიგნი, სიტყვების და აქტივობის რვეულები,სურათები, კომპიუტერი. |
გაკვეთილის მსვლელობა 45 წთ | მისალმება, კლასის ორგანიზება,გაკვეთილის თემისა და მიზნების, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა 2 წთ. A-ფაზა––გამოწვევა 10 წთ. არსებული ცოდნის გააქტიურება.მოსწავლეებს ვთხოვ განვლილ ლექსიკაზე დაყრდნობით გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. B-ფაზა––წაკითხვა–გაგება/რეალიზება 20 წთ. მომდევნო აქტივობის შესასრულებლად მოსწავლეებს ვაძლევ მცირე ტექსტებს, ვთხოვ მათ წაკითხვას და დაკავშირებას სურათებთან. მოსწავლეები ეცნობიან ინფორმაციულ ტექსტებს და უკავშირებენ სურათებს, ასახელებენ და წერენ იმ სიტყვებს, რომელთა მიხედვით სურათები ტექსტებთან დააკავშირეს. ვაჩვენებ პრეზენტაციას “Deutschland” C–ფაზა––გამთლიანება/რეფლექსია 8 წთ. ვახდენ გაკვეთილის შეჯამებას, ვაწყობ დებრიფინგს: რა ვისწავლე? შეფასება: 3 წთ. საშინაო დავალება, დამშვიდობება 2წთ. |
შეფასების რუბრიკა
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი | საუკეთესო (9-10) | კარგი (7-8) | საშუალო (4-6) | დაბალი (1-3) |
აქტიურიმონაწილეობა | ხშირად მონაწილეობს და წარმართავს კიდეც საკლასომსჯელობას. | ყოველთვის მონაწილეობს. | მეტ-ნაკლებად მონაწილეობს. | არ მონაწილეობს. |
გამართული დასწორიმეტყველება | მეტყველებს გამართულად, აქვს მდიდარი ლექსიკა. | მეტყველებს გამართულად, იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს. | მეტ-ნაკლებად გამართულად მეტყველებს. | ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტალურ წესებს, უჭირს გამართულად საუბარი. |
საკუთარი აზრისდასაბუთებულადწარმოდგენა | ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას. | თითქმის ყოველთვის ასაბუთებს თავის მოსაზრებას. | მეტ-ნაკლებად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას. | ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს. |
ახალი და ძველი მასალის სინთეზურად გააზრება | იცის განვლილი მასალა. პოულობს საერთო თემატიკას ძველ და ახალ საკითხებს შორის | იცის განვლილი მასალა, მაგრამ უკვე არსებულ ცოდნას იშვიათად აკავშირებს ახალ მასალასთან. | იცის ძველი მასალა, მაგრამ უჭირ ახალ თემასთა დაკავშირება. | ახალ და ძველ მასალას ერთმანეთს ვერ უკავშირებს. სინთეზურად ვერ იაზრებს ტექსტებს. |
პროექტი
პროექტის სახელწოდება | Osternbrauche in Deutschland und in Georgien. |
პროექტის მიზნები | მოსწავლეებიგაიგებენ აღდგომის აღნიშვნის ტრადიციებს საქართველოსადაგერმანიაში. |
პროექტის მთავარი იდეა | ძიება, დამუშავება და ორგანიზება. |
მონაწილეთა ასაკი | VIIIკლასის მოსწავლეები |
ვადები/ხანგრძლივობა | 1 კვირა |
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შიქმნას | მოსწავლეები დაეუფლებიან ინფორმაციის შეგროვების, დახარისხების, ანალიზის,ეფექტური სოციალური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს; გაიუმჯობესებენ გერმანულიენის ცოდნას, ზეპირმეტყველებას; გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა და დაინტერესება პროექტისადმი, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა მოტივაციაზე. |
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები | კომპიუტერი,ინტერნეტი,ფოტოაპარატი,ფურცლები. |
პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები | I საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.თითოეული ჯგუფის პასუხისმგებელი პირის დასახელება. II ჯგუფებისთვის დავალებების მიცემა. III პირველ ჯგუფს დაევალება ინტერვიუსჩაწერა და/ან ინფორმაციის მოპოვებაუფროსითაობისგან. IV მეორე ჯგუფს დაევალება ფოტოების გადაღება. V მესამე ჯგუფს დაევალება ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის საშუალებით. VI მეოთხე ჯგუფს დაევალება ჯგუფების მიერ მოპოვებული ინფორმაციის/ მასალებისდამუშავება. VII . პროექტის პრეზენტაცია. |
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი | კავშირი საზოგადოებრივ მეცნიერებებთან. კავშირი ისტ-თან; პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების განვითარებას: ა) წიგნიერება. კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი; ბ) ციფრული წიგნიერება. ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარსაც. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში; გ) მრავალენობრივი (პლურილინგვური) კომპეტენცია. დ) სემიოტიკური კომპეტენცია. ვერბალური და არავერბალური საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი; ე) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება. |
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) | ირინაშეყრილაძე |
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა | irinashekriladze16@gmail.com irinashekriladze@mail.ru |
Подписаться на:
Сообщения (Atom)