გაკვეთილის გეგმა - Deutschland
სწავლების საფეხური | საშუალო\YII კლასი |
გაკვეთილის თემა | Deutschland |
გაკვეთილის მიზანი | ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გაიღრმავონ ცოდნა გერმანიის შესახებ. |
წინარე ცოდნა | აქვთ შესაბამისი ლექსიკური მარაგი და შესაბამისი გრამატიკული ცოდნა. |
შეფასების საგანი და კრიტერიუმები | გაკვეთილში ჩართულობა, კითხვა–პასუხი. ვაფასებ მიმდინარე შეფასების რუბრიკით. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | წიგნი, სიტყვების და აქტივობის რვეულები,სურათები, კომპიუტერი. |
გაკვეთილის მსვლელობა 45 წთ | მისალმება, კლასის ორგანიზება,გაკვეთილის თემისა და მიზნების, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა 2 წთ. A-ფაზა––გამოწვევა 10 წთ. არსებული ცოდნის გააქტიურება.მოსწავლეებს ვთხოვ განვლილ ლექსიკაზე დაყრდნობით გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. B-ფაზა––წაკითხვა–გაგება/რეალიზება 20 წთ. მომდევნო აქტივობის შესასრულებლად მოსწავლეებს ვაძლევ მცირე ტექსტებს, ვთხოვ მათ წაკითხვას და დაკავშირებას სურათებთან. მოსწავლეები ეცნობიან ინფორმაციულ ტექსტებს და უკავშირებენ სურათებს, ასახელებენ და წერენ იმ სიტყვებს, რომელთა მიხედვით სურათები ტექსტებთან დააკავშირეს. ვაჩვენებ პრეზენტაციას “Deutschland” C–ფაზა––გამთლიანება/რეფლექსია 8 წთ. ვახდენ გაკვეთილის შეჯამებას, ვაწყობ დებრიფინგს: რა ვისწავლე? შეფასება: 3 წთ. საშინაო დავალება, დამშვიდობება 2წთ. |
Комментариев нет:
Отправить комментарий